Страницы

ცხოვრების ჯანსაღი წესი - არსი და პრინციპები



მოწვეულმა სტუმარმა,  ექიმ-პედიატრმა ქალბატონმა თამარ ღურწკაიამ პროექტ ,,ინტელექტუალური სკოლის“  ბენეფიციარებისთვის    ჩაატარა ლექცია - პრეზენტაცია  თემაზე ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი - არსი და პრინციპები“.
შეხვედრის მიზანი იყო  მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.
ქალბატონმა თამარმა  მოსწავლეებს მიაწოდა კომპეტენტური ინფორმაცია   იმ სასიცოცხლო უნარების შესახებ, რაც ხელს უწყობს მოზარდებში სარისკო ქცევების აცილებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
სალექციო კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც  ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე, ასევე   მოზარდებში  თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული რისკების შესახებ.
ლექცია  გამდიდრებული იყო  თემატური თვალსაჩინოებებითა და  ვიზუალური მასალით.

(ფოტო მასალა)


Комментариев нет:

Отправить комментарий