ა/წლის 16 მარტს პროექტ
,,ინტელექტუალური სკოლის” ფარგლებში
მოსწავლეები ესტუმრნენ ქართული სპორტის მუზეუმს,
სადაც შეხვედრა მოეწყო ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ბატონ ზურაბ
აზმაიფარაშვილთან.
ბატონმა ზურაბმა მოსწავლეებს გაუზიარა
საკუთარი სპორტული ცხოვრება, თუ როგორი უნდა
იყოს წარმატებული მოჭადრაკე. მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს მათთვის საინტერესო
კითხვებზე პასუხები.
შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა დაბადების დღე მიულოცეს ბატონ ზურაბს და საკუთარი ხელით დამზადებული სიმბოლური
საჩუქრები გადასცეს იუბილარს.
(ფოტო მასალა)
(ფოტო მასალა)
Комментариев нет:
Отправить комментарий