Страницы

ექსკურსია სპორტის მუზეუმში

პროექტ ,,ინტელექტუალური სკოლის“ ფარგლებში  ა/წლის 10 თებერვალს  მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია სპორტის მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას,  დაათვალიერეს  მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები. მუზეუმის მემატიანემ ქალბატონმა ლილი ლომსაძემ მოსწავლეებს ასევე გააცნო ქართველი გამოჩენილი სპორტსმენების ბიოგრაფიები, მათი მიღწევები  ქართული სპორტის ისტორიაში.

შთამბეჭდავი და  ამაღელვებელი  იყო  ეს დღე  მოსწავლეებისთვის.   ჭადრაკის სასახლის და ქართული  სპორტის  მუზეუმის მესვეურებთან ერთად მოეწყო დაუვიწყარი შეხვედრა  ქალბატონ ნანა იოსელიანთან.  სასიამოვნო დიალოგის ფარგლებში  მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები  მათთვის საინტერესო კითხვებზე, მოისმინეს  ქართველი მოჭადრაკე ქალის საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ბიოგრაფია და საკუთარი  ხელით დამზადებული  მისალოცი ბარათებითა და ულამაზესი ვარდების თაიგულით   დაბადების დღე მიულოცეს  იუბილარ ქალბატონს.  

(ფოტო მასალა)

Комментариев нет:

Отправить комментарий